Belive

იუსუფ იაზიჩი : ,,როგორც დავიწყებთ, ზუსტად ისე გაგრძელდება''.

3 თვის წინ ევრო 2024
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მხოლოდ ერთი დღეა დარჩენილი და რა თქმა უნდა, საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მატჩების წინ, ვნებათაღელვა კიდევ უფრო იმატებს.

თურქულ მედიაში ვრცელდება ინტერვიუ ნაკრების ერთ ერთ გამორჩეულ ფეხბურთელთან, იუსუფ იაზიჩისთან, რომელიც ნაკრებთან ერთად მოსამზადებელ ეტაპს გადის.

მისი თქმით, მიუხედავად განსაკუთრებულად კარგი ფეხბურთელების გამოკლებისა, მნიშვნელოვანია დადებითი განწყობის შენარჩუნება: ,,როგორც დავიწყებთ, ზუსტად ისე გაგრძელდება ჩვენთვის ჩემპიონატი’’.

18 ივნისს, სამშაბათს, საქართველო თურქეთს დაუპირისპირდება, იუსუფის თქმით, საქართველო ძალიან კარგი გუნდია, თუმცა მათ არა მხოლოდ საკუთარი გამოცდილების, არამედ გერმანიაში მცხოვრები თურქი გულშემატკივრების იმედიც აქვთ.

,,მიუხედავად მნიშვნელოვანი დანაკლისისა, გერმანიაში თამაშის დროს, თავს ისე ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. ამ ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, მუდმივად გვაჩვენებენ თავიანთ განსაკუთრებულ გულშემატკივრობას, რაც დამატებითი მოტივაციაა ჩვენი ნაკრებისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ სტადიონი სავსე იქნება ჩვენი მხარდამჭერებით. ჩვენ კი ვეცდებით, მაქსიმალური ძალისხმევა ჩავდოთ, რომ მოვიგოთ პირველი თამაში - პირველი თამაშის მოგება მეტწილად გვგონია, რომ ჯგუფიდან გასვლის განმაპირობებელი იქნება’’. - იუსუფ იაზიჩი

სხვა სტატიები