Belive

იულიან ნაგელსმანი: "ჩემი ფეხბურთელები წაგებას არ იმსახურებდნენ"

2 თვის წინ ევრო 2024
1 წთ

ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ესპანეთმა მასპინძელი გერმანია დაამარცხა (2:1) და ნახევარფინალში საფრანგეთსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს დაელოდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა.

ყველა მოთამაშემ, სასტარტოდან თუ სათადარიგოთა სკამიდან, ყველაფერი გასცა თამაშის მოსაგებად, ამიტომ ეს მარცხი გაცილებით მტკივნეულია.

მე ვუთხარი მოთამაშეებს, რომ ისინი არ იმსახურებენ ტურნირის დატოვებას. ყველას გვაკლია ჩვენი ოჯახები, მაგრამ არცერთს არ გვინდოდა ნადრევად წასვლა. მას შემდეგ, რაც შეკრება დავიწყეთ, გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამ თამაშის მოსაგებად.

ვულოცავ ესპანეთს ნახევარფინალში გასვლას. პირველ ტაიმში თამაში ძალიან ღია იყო. მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით, განსაკუთრებით მე-60 წუთიდან. ჩვენი გამათანაბრებელი გოლი დამსახურებული იყო. ბოლო მომენტით წავაგეთ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ საკმარისი ზეწოლა ფლანგზე. - განაცხადა იულიან ნაგელსმანმა

შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. ვირცმა გერმანიას შეხვედრა 89-ე წუთზე გადაურჩინა და ანგარიში გაათანაბრა. დამატებით დროში ყველაფერი პენალტების სერიისკენ მიდიოდა, თუმცა მიკელ მერინოს თავური, რომელიც 119-ე წუთზე გავიდა, ესპანელებისთვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

სხვა სტატიები