Belive

"გაცნობიერებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანი თამაშია" - ოთარ კაკაბაძე

3 თვის წინ ევრო 2024
1 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩისთვის მზადებას კვლავ ფელბერტში განაგრძობს.

13 ივნისს, "ჯვაროსნებმა" 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშეს. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ოთარ კიტეიშვილს, ხოლო სოლომონ კვერკველია კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, კომენტარი ოთარ კაკაბაძემ გააკეთა.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც გერმანიაში ვართ. გუნდში მშვენიერი განწყობაა, რომელიც ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო ამაღლდა.

რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე პირველი, ისტორიული თამაში გველის. ვემზადებით, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში ვიყოთ. ვეთამაშებით ძალიან ძლიერ მეტოქეს და გაცნობიერებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანი თამაშია. სასიხარულოა, რომ მატჩზე მრავლად იქნებიან ქართველი გულშემატკივრები როგორც საქართველოდან, ისე ევროპის და მსოფლიოს ქალაქებიდან.

ძალიან კომფორტულ გარემოში ვემზადებით. ყველაფერია იმისთვის, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ კონკრეტულ თამაშებს. - ოთარ კაკაბაძე

შეგახსენებთ, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პირველ მატჩს 18 ივნისს, 20:00 საათზე, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები