Belive

ესპანეთის ნაკრებს შესაძლოა ჯარიმა დაეკისროს

6 დღის წინ ევრო 2024
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლამინე იამალი ევრო 2024-ზე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ის 16 წლისაა და ყველა დროის რეკორდიც დაამყარა.

ესპანეთის ნაკრებს ჯარიმა ემუქრება, რადგან როგორც გერმანიის კანონმდებლობაში წერია, რომ 18 წლამდე ასაკის ადამიანს 20:00 საათის შემდეგ მუშაობის უფლება არ აქვს, თუმცა BILD-ის ინფორმაციით მათ სპორტსმენებზე გამონაკლისი შემთხვევა დაუშვეს და 23:00-მდე თამაში შეუძლიათ.

16 წლის ფეხბურთელმა იტალიასთან ინტერვიუ ჩაწერა რაც კანონმდებლობით აკრძალულია და შესაძლოა ფურია როხა 30 000 ევროთი დაჯარიმდეს. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით ეს მხოლოდ საფრთხეა და ნაკლებად სავარაუდოა რომ აღსრულდეს.

ესპანეთის ეროვნული ნაკრები B ჯგუფს 2-დან 2 მოგებით ლიდერობს და ჯგუფიდან გასვლა უკვე გაინაღდა, შემდეგ შეხვედრას ისინი ალბანეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ, მატჩი 24 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები