Belive

"ეს ძალიან კარგი პირველი ნაბიჯი იყო" - იულიან ნაგელსმანი

2 კვირის წინ ევრო 2024
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩში მასპინძელი გერმანია შოტლანდიას დაუპირისპირდა და გერმანელებმა მეტოქე დიდი ანგარიშით 5:1 დააამარცხეს. პირველი გოლი მე-10 წუთზე ფლორიან ვირცმა გაიტანა, მეორე მეცხრამეტეზე ჯამალ მუსიალამ, 44-ე წუთზე შოტლანდიელთა მცველმა რაიან პორტეუსმა წითელი ბარათი მიიღო და პენალტი დაინიშნა, რომელიც კაი ჰავერცმა ზუსტად შეასრულა. მეორე ტაიმის 68-ე წუთზე ფულკგრუგმა ანგარიშის სხვაობა 4-მდე გაზარდა, 87-ზე რუდიგერმა ავტოგოლი გაიტანა, ხოლო 93 წუთზე ემრე ჩანმა მატჩში საბოლოო წერტილი დასვა.

შეხვედრის შემდეგ გერმანიის მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

პირველი ოცი წუთი შტამბეჭდავი იყო და ამ დროში ჩვენ ორი კარგი გოლის გატანა მოვახერხეთ. დღევანდელ შეხვედრაში თავი ძალიან კარგად წარმოვაჩინეთ და ამით კმაყოფილი ვარ. ილკაიმ ძალიან კარგად ითამაშა, ის ნაკრებისთვის ყოველთვის ღირებული მოთამაშეა და ისიც იმსახურებდა გოლს. ჯამალ მუსილიამაც კარგი გოლი გაიტანა, ისევე როგორც ფლორიან ვირცმა.

ბიჭებმა უკვე იციან, რომ ეს ძალიან კარგი პირველი ნაბიჯი იყო. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ოთხშაბათს უნგრეთის წინააღმდეგაც კარგი სვლა გავაგრძელოთ.

ძალიან ღირებულია ის, რომ ჯილდოს მხოლოდ ერთი ადამიანი არ იღებს, არამედ ყველა, რადგან გოლის გატანა ყველამ მოახერხა. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რომ ჯამალმა გოლი გაიტანა, რადგან მან ყატარში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე კარგი საგოლე შანსი ვერ გამოიყენა. - იულიან ნაგელსმანი - გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

შემდეგ მატჩს შოტლანდიის ეროვნული ნაკრები შვეიცარიის წინააღმდეგ 19 ივნისს გამართავს. გერმანია კი ამავე დღეს უნგრეთს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები