Belive

დეშამი: ,,ესპანეთმა დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი ნაკრებია''

1 თვის წინ ევრო 2024
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ესპანეთთან წაგებული მატჩი შეაფასა:

,,ესპანეთმა დღეს დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი ნაკრებია! გაგვიმართლა და ანგარიში გავხსენით, მაგრამ მეტოქემ ბურთის კონტროლით ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. მათ საკუთარი უნარები გამოავლინეს.

ბურთზე თამაშისას ვაგვიანებდით და არაერთი შეცდომა დავუშვით, გარდა ამისა, შეტევაში საკმარისად ხშირად ვერ ვერთვებოდით.

სიმშვიდე და სიზუსტე გვაკლდა, მიუხედავად ამისა, ნახევარფინალში გავედით. უკეთესი იქნებოდა, რომ ისეთივე ეფექტურები ვყოფილიყავით, როგორც ადრე. გუნდში არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც მომავალში დაგვემხარებიან. - დიდიე დეშამი

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი 2:1 დაამარცხა.

ევრო 2024-ის ფინალური შეხვედრა კვირას, 14 ივლისსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები