ჩუამენი: "თამაშიდან გოლის გატანის გარეშე 1/2-ფინალში ვართ, ეს დიდი ისტორიაა..."
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ჩემპიონატი ყველაზე საინტერესო ფაზაში შევიდა და 9-10 ივლისს ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება.
ნახევარფინალური დაპირისპირების წინ, მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა - აურელიან ჩუამენიმ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთ კითხვაზე, რომელიც ჟურნალისტმა მას დაუსვა, ჩუამენი გაღიზიანდა, თუმცა უხეში პასუხისგან თავი შეიკავა და გულწრფელად უპასუხა.
"ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავედით ისე, რომ თამაშიდან გოლის გატანა ვერ შევძელით. ყველა ჩასაფრებულია, 2 ავტოგოლი გაიტანესო და ერთი გოლი თერთმეტმეტრიანიდანო, თუმცა მთავარია რომ იქ ვართ, სადაც ჩვენი ადგილია.
თამაშიდან გოლის გატანის გარეშე 1/2-ფინალში ვართ, ეს უკვე დიდი ისტორიაა..." - აურელიან ჩუამენი
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება.
გუნდებს შორის შეხვედრა დღეს, 9 ივლისს, 23:00 საათზე დაიწყება.