Belive

"ამ ორ თამაშში გამოჩნდა ქართული სულისკვეთება" - გიორგი მამარდაშვილი

5 დღის წინ ევრო 2024
1 წთ

ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, სადაც ჩვენმა ნაკრებმა ფრედ 1:1 ითამაშა, პირველი გოლი გიორგი მიქაუტაძემ პენალტის ნიშნულიდან 45+4 წუთზე გაიტანა, ანგარიშის გათანაბრება ჩეხებმა 59-ე წუთზე შეძლეს, კერძოდ ეს პატრიკ შიკმა მოახერხა.

შეხვედრაში საუკეთესო იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც 11 სეივი შეასრულა, მატჩის შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა:

ბოლოს შეგვეძლო მოგება, მომენტზე გული მწყდება, მაგრამ ფეხბურთია ყველაფერი ხდება. შემდეგი თამაში პორტუგალიასთან გვაქვს, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია, მაგრამ ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ. Ჩემი აზრით ამ ორ თამაშში გამოჩნდა ქართული სულისკვეთება, რაც თითოეულ ჩვენგანს გვაქვს, თითოეულ ქართველს და ხალხი ვინც აქ მოვიდა დაგვეხმარა იმაში, რომ ქართული სულისკვეთება გამოგვემჟღავნებინა. მადლობა მათ, რომ ჩამოვიდნენ ამხელა გზაზე - საქართველოდან გერმანიაში და მხარი დაგვიჭირეს ორივე თამაშზე საოცარი ატმოსფეროს შექმნით, ისინი, რომ არა ჩვენ ასეთ დონეზე ვერ ვითამაშებდით, როგორც დღეს. - გიორგი მამარდაშვილი - საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი

Პორტუგალიასთან შეხვედრაზე:

Შემდეგ შეხვედრაზე უკვე მწვრთნელთან დავილაპარაკებთ და ერთად გადაწყვეტენ მწვრთნელები თუ როგორ უნდა ვითამაშოთ. Სამივე სხვადასხვა სტილის გუნდია, ჩეხეთი უფრო ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს და უფრო მეტი აქცენტი ჩაწოდებებზე ჰქონდათ გაკეთებული. Პორტუგალიის თამაშს განვიხილავთ და იმის მიხედვით ჩვენც ისე ვითამაშებთ, როგორც მწვრთნელი გვეტყვის. Შემდეგ თამაშს ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. - გიორგი მამარდაშვილი - საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ჩვენს ნაკრებს 26 ივნისს 23:00 საათზე პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ აქვს ჩასატარებელი.

სხვა სტატიები