Belive

70 წუთი გატეხილი ცხვირით ითამაშა - ფაბიან შერმა შესაძლოა EURO2024-ზე ვეღარ ითამაშოს

1 კვირის წინ ევრო 2024
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში, სადაც შოტლანდია შვეიცარიას დაუპირისპირდა მატჩი 1:1 დასრულდა. მატჩის მე-19 წუთზე, შვეიცარიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა მცველმა - ფაბიან შერმა, შოტლანდიელ ფეხბურთელთან - ენტონი რალსტონთან შეჯახებისას ცხვირი გაიტეხა, თუმცა მატჩი სრულად, ნიღბის გარეშე ითამაშა.

მატჩის შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ 32 წლის მცველს ცხვირი აქვს გატეხილი და მისი თამაშის გაგრძელება არ შეიძლებოდა, რადგან შესაძლოა ტკივილის მეტად გამძაფრება გამოეწვია.

უკვე ცნობილია, რომ დიდი ალბათობით შვეიცარიელი მცველი გერმანიის ნაკრებთან მატჩს გამოტოვებს, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გაგრძელება კი შესაძლოა ვეღარ შეძლოს, თუმცა ეს ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ განვლილი 2 ტურის შემდეგ, A ჯგუფს 6 ქულით მასპინძელი გერმანიის ნაკრები ლიდერობს, მეორე პოზიციაზე შვეიცარია 4 ქულით იმყოფება, ხოლო მესამე და მეოთხე პოზიციას შოტლანდია 1, ხოლო უნგრეთი 0 ქულით იყოფენ.

სხვა სტატიები