ზურა ტყემალაძე დევისის თასზე ვილიუს გაუბასთან დამარცხდა
9 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს მამაკაცთა ეროვნულმა ნაკრებმა, ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში, დევისის თასზე მონაწილეობა დაასრულა. ბოლო შეხვედრაში ზურა ტყემალაძე ვილიუს გაუბასთან დამარცხდა. პირველი სეტი ლიეტუველმა ჩოგბურთელმა 7:5 მოიგო, მეორე სეტი კი 6:3. შეხვედრა 1:50 საათი გაგრძელდა.
საქართველოს ნაკრები ლიეტუვის ნაკრებთან 3:2 დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის სექტემბერში მსოფლიო ჯგუფ 2-ში გააგრძელებს ასპარეზობას.