ზედიზედ მეორედ - იანიკ სინერი ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონია
მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, იანიკ სინერმა, ავსტრალიაში ტიტული დაიცვა. იტალიელმა ძალიან დამაჯერებლად, 3 სეტში დაამარცხა ალექსანდრ ზვერევი (მე-2 ჩოგანი) და ზედიზედ მეორედ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, ჯამში კი 3 დიდი სლემის ტურნირი დაუგროვდა (2024 წელს ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონია).
სინერმა ზვერევი (6:3 | 7:6 | 6:3) დაამარცხა. რეალური ბრძოლა მხოლოდ მეორე სეტში შედგა, სადაც საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა და ახალგარზდა იტალიელმა 7:4 მოიგო. მატჩი 2 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. მეორე მხრივ, შარშანდელი როლანდ გაროსის შემდეგ, რომელშიც ზვერევი ფინალში დამარცხდა, გერმანელს პირველი დიდი სლემის ტიტულის მოპოვება სწორედ მელბურნში შეეძლო. საფრანგეთში მას ხელი კარლოს ალკარასმა შეუშალა, ავსტრალიაში კი - სინერმა.
In legendary company ⭐️
— #AusOpen (@AustralianOpen) January 26, 2025
Jannik Sinner 🤝 Rafael Nadal#AO2025 pic.twitter.com/o48bMcFXcY
A lovely warm embrace between Jannik Sinner and Alexander Zverev 🥰#AusOpen pic.twitter.com/Ypu0J7bkDW
— Eurosport (@eurosport) January 26, 2025