დღეს ამერიკის ღია პირველობა იწყება. მასში მონაწილეობას საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიცმიიღებს. 28 წლის ქართველი ტურნირზე 22-ე ნომრად არის განთესილი.
მისი პირველი მეტოქე ავსტრალიელი ჩოგბურთელი ჯონ მილმანია. 2019 წლის ამერიკის ღია პირველობაზე ნიკამ, რომელიც მე-17 ნომრად იყო განთესილი, ორი წრე გაიარა და მესამეში გერმანელ ჩოგბურთელთან დამარცხდა.
დიდი სლემის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კი, ფრანგ ჩოგბურთელბენუა პერსკორონავირუსი დაუდგინეს. აშშ-ის ჩოგბურთის ასოციაციის განცხადებით, 31 წლის ფრანგი ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირში მონაწილეობას აღარ მიიღებს და 10 დღიან კარანტინს გაივლის.