Belive

უიმბლდონის 1/2-ფინალში სინერმა ჯოკოვიჩი დაამარცხა

2 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

უიმბლდონის 1/2-ფინალურ ეტაპზე იანიკ სინერმა ნოვაკ ჯოკოვიჩი 3 სეტში დაამარცხა. იტალიელმა, მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ამ დროისთვის ლეგენდარულ სერბ მე-8 ნომერს 6:4, 6:4, 6:4 სძლია. დაპირისპირება 2:21 საათი გაგრძელდა.

იანიკ სინერი უიმბლდონის ფინალში გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება, მატჩი 12 ივლისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სინერი უიმბლდონის ჩემპიონი 2025 წელს გახდა, ხოლო ზვერევს აღნიშნული გრანდ სლემი არასდროს მოუგია.

სხვა სტატიები