Belive

უიმბლდონი | მანარინოს მძიმე ტრავმა - ფრანგი დანებდა, ფედერერი მეორე ეტაპზეა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
უიმბლდონის პირველ წრეში ლეგენდარული როჯერ ფედერერი ანდრია მანარინოს (41) დაუპირისპირდა. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა გამარჯვება მძიმე ბრძოლაში მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ როჯერი სეტებში 1:2 უკან იყო, მან ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა. მეოთხე სეტის მიწურულს მანარინოს არ გაუმართა. ფრანგს კორტზე ფეხი დაუსრიალდა და მუხლის ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

იხილეთ ვიდეო:

როჯერ ფედერერი 1/32 ფინალში რიჩარდ გასკესა (56) და იუჩი სუგიტას (110) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები