27 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით, ჩოგბურთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი - უიმბლდონი აიღებს სტარტს. უიმბლდონზე 2 ქართველი სპორტსმენი: ნიკოლოზ ბასილაშვილი და ეკო გორგოძე ასპარეზობს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, ვეტერანი ჩეხი - ლუკას როსოლი იქნება. ჩეხური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, საქართველოს #1 ჩოგანი ფრანგულ დაპირისპირებაში, ბენუა პერისა და კვენტინ ჰალისს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ნიკოლოზ ბასილაშვილისა და როსოლის მატჩი 27 ივნისს არის ჩანიშნული.
რაც შეეხება ეკო გორგოძეს, ეკოს მეტოქე, მსოფლიოს 43-ე ნომერი, რუმინელი - ირინა ბეგუ იქნება. მატჩი 27 ივნისს 14:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ ეკო გორგოძე უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველად მიიღებს მონაწილეობას.