Belive

ქამბექი და პირველი მოგება 2022 წლის შემდეგ - კირიოსი ფორმას იბრუნებს

1 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

29 წლის ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა - ნიკ კირიოსმა, 2022 წლის შემდეგ ATP ტურში პირველი გამარჯვება მაიამის მასტერსზე მოიპოვა.

კირიოსს მაიამის მასტერსზე თამაშის უფლება საკვალიფიკაციოს გავლის გარეშე მისცეს და მან 1/64 ფინალში 2022 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა, ამერიკელ - მაკენზი მაკდონალდს 3 სეტიან დაპირისპირებაში: 6:4; 3:6; 4:6 მოუგო და 1/32-ფინალში ითამაშებს, სადაც კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდება.

ნიკ კირიოსს ბოლო გამარჯვება 2022 წლის ნოემბერში, ტოკიოს 500-ქულიან შეჯიბრზე ჰქონდა მოპოვებული, სადაც 1/4-ფინალში გავიდა, შემდეგ კი დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ კირიოსს მთელი კარიერის განმავლობაში მაჯის მძიმე ტრავმა აწუხებდა, მან არაერთხელ იმკურნალა, 2022 წელს კი ოპერაცია გაიკეთა, თუმცა როგორც ინტერვიუებში ყვება, მაჯის ტრავმა მაინც მუდმივად აწუხებს და იგი დიდი ხნის განმავლობაში ჩოგბურთში ვერ დარჩება.

სხვა სტატიები