მიმდინარე კვირას სტარტი აიღო აშშ-ის ღია პირველობამ, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-17 ნომრადაა განთესილი.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ ეტაპზე ფუქსოვიჩის დამარცხების შემდეგ, მე-2 ბარიერის დაძლევაც მოახერხა.
ნიკოლოზმა გუშინ 394-ე ჩოგანი, ჯენსონ ბრუკსბი 4 სეტში - 3:6; 7:6; 7:5; 6:2 დაამარცხა და მომდევნო რაუნდში გავიდა.
ბასილაშვილმა ამერიკელ ჩოგბურთელთან გამარჯვებისთვის 156 000 დოლარი გამოიმუშავა.
US OPEN-ის შარშანდელ გათამაშებაში საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა მე-4 წრეში ითამაშა, რის გამოც წელს 180 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი. ნიკოლოზმა მოახერხა და ქულების ნახევარი უკვე დაიცვა.
ასევე აღსანიშნავია, რომ Live რეიტინგში ბასილაშვილი მსოფლიოს მე-15 ჩოგანია.