დღეს ლეგენდარული ჩოგბურთელის შტეფი გრაფის დაბადების დღეა. გერმანელს 51 წელი შეუსრულდა.
შტეფი გრაფს უამრავი გულშემატკივარი, ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად თვლის.
გრაფმა კარიერის განმავლობაში 22 დიდი სლემის მოგება შეძლო.
4 ავსტრალიის ღია პირველობა
6 როლან გაროსი
7 უიმბლდონი
5 ამერიკის ღია პირველობა
შტეფი გრაფი ასევე გახლავთ ოლიმპიური ოქროს მედალის მფლობელი.
გერმანელი ჩოგბურთელი 377 კვირის განმავლობაში მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახლდათ.