Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგული ჩელენჯერის ტურნირზე იასპარეზებს

2 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგული მუილერონ ლე კაპტიფის ჩელენჯერის ძირითად ბადეში ითამაშებს. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის ფინალში, სადაც ტურნირზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა კოტ დ'ივუარელი ელიაკიმ კულიბალი დაამარცხა.

32 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე ორ სეტში 6:1 6:4 დაამარცხა, შეხვედრა 1:09 საათი მიმდინარეობდა.

ფრანგული ჩელენჯერის საპრიზო ფონდი 120 950 ევროა, გამარჯვებული კი 16 550 ევროს და 100 სარეიტინგო ქულას მიიღებს. ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ დროისთვის მსოფლიო რეიტინგის 329-ე ნომერია.

სხვა სტატიები