28 ივნისს, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი - უიმბლდონი იღებს სტარტს, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას და ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება.
ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, პირველ წრეში, ლეგენდარული ბრიტანელი ჩოგბურთელი, ორგზის უიმბლდონის და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი - ენდი მარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის უიმბლდონი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, 2019 წელს კი ნიკოლოზ ბასილაშვილის ასპარეზობა მეორე წრეში დაასრულა, სადაც ბრიტანელ - დანი ევანსთან სამ სეტში (6:3; 6:2; 7:6) დამარცხდა.