საქართველოს ნაკრების პირველი ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, ჰამბურგიდან ტოკიოში ჩაფრინდა და ტოკიოს ოლიმპიადაზე საასპარეზოდ ემზადება. ქართველი ჩოგბურთელი ოლიმპიურ სოფელში საქართველოს ნაკრებს შეუერთდა.
ოლიმპიადაზე მეორედ მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს ნაკრების პირველი ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი.
არიაკეს ჩოგბურთის პარკში ოლიმპიადაზე ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებს. ყოველდღე საჩოგბურთო მატჩები 15:00-ისთვის უკვე დასრულებული იქნება. ჯერჯერობით უცნიბია თუ ვინ იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ოლიმპიადაზე, თუმცა ვიცით, რომ იგი ტოკიოს ოლიმპიადაზე მე-15 ნორმრად იქნება განთესილი.