Belive

სრული დომინაცია და განადგურებული მეტოქე - ბასილაშვილი ესპანური შეჯიბრის 1/2-ფინალშია!

9 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ესპანეთში ITF-ის 15 ქულიანი შეჯიბრი მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდიც $15 000 შეადგენს. შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და მსოფლიოს ყოფილი მე-16 ნომერი - ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1/16 და 1/8-ფინალში მარტივი გამარჯვებების შემდეგ, 1/4-ფინალში კიდევ უფრო მარტივად გაიმარჯვა და შეჯიბრის მესამე ნომრად განთესილი ლუქსემბურგელი ჩოგბურთელი - ალექს კნაფი 2 სეტში: 6:0 6:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანური ტურნირის 4 საუკეთესო მოთამაშეში სეტწაუგებლად მოხვდა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ სამი შეხვედრა 2021 წლის ინდიან უელსის შემდეგ პირველად მოიგო. მაშინ ბასილაშვილი მასტერსის ფინალში გავიდა, სადაც კამერონ ნორისთან დამარცხდა.

ესპანური შეჯიბრის ნახევარფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, შეჯიბრის მეორე ნომრად განთესილი და მსოფლიოს 464-ე ჩოგანი, ბრიტანელი - ჟილს ჰუსი იქნება.

სხვა სტატიები