სიმონა ჰალეპი ჩოგბურთის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი სახელი და გვარია, ის მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერია, ამჟამად კი მეორე პოზიციას მთავარ მდევართან დიდი უპირატესობით იკავებს.
29 წლის ჩოგბურთელი სრულიად სპორტული სამყაროსთვის პირდაპირი მაგალითია იმისა, თუ როგორი მიზანმიმართული და შეუპოვარი უნდა იყოს ნამდვილი სპორტსმენი.
სიმონა ჰალეპმა რამდენიმე წლის წინ მკერდის ოპერაცია გაიკეთა. როგორც იგი აღნიშნავს დიდი მკერდი მას ჩოგბურთის თამაშში ხელს უშლიდა, რის გამოც მიიღო ურთულესი გადაწყვეტილება და მკერდის ზომაში შესამცირებელი ოპერაცია ჩაიტარა.
ოპერაციის ჩატარებიდან ძალიან მალე სიმონა ჰალეპმა 7 WTA ტურის ტიტული მოიპოვა და 1 დიდი სლემის, საფრანგეთის ღია პირველობის, ტურნირის მოგება შეძლო, რის შედეგადაც საბოლოოდ მსოფლიო რეიტინგსაც ჩაუდგა სათავეში!
ამჟამად რუმინელი ჩოგბურთელის მონაგარი გაცილებით უფრო დიდია, ის ერთეულთა თანრიგში 22 WTA ტიტულის მფლობელია - აღსანიშნავია, რომ მის აქტივში უკვე ორი დიდი სლემის ტურნირია, ესენია საფრანგეთის ღია პირველობა და უიმბლდონი.
ჰალეპს კარიერის განმავლობაში 37,549,118 $ აქვს გამომუშავებული, რაც ერთმნიშვნელოვნად საუცხოო მაჩვენებელია, სიმონა ამჟამად მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერია.