ჯოკოვიჩმა სასამართლო წააგო - სერბს ავსტრალიიდან დაადეპორტებენ
ავსტრალიის სასამართლომ ნოვაკ ჯოკოვიჩის საქმეზე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, ვიზა მეორედ გაუუქმეს, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - მოსამართლემ ჩოგბურთელის ადვოკატების საჩივარი არ დააკმაყოფილა, შედეგად სერბმა საქმე წააგო. ავსტრალია უახლოეს დღეებში ნოვაკის დეპორტაციაზე იზრუნებს. გუშინწინ ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰოუკმა, სერბს ვიზა მეორედ გაუუქმა. მსოფლიოს პირველ ჩოგანს ავსტრალიაში ვიზა რამდენიმე დღის წინაც გაუუქმეს, თუმცა ნოვაკმა სასამართლოში საქმე მოიგო. მოსამართლის თქმით, ჯოკოვიჩი საკარანტინო სასტუმროდან უნდა გათავისუფლებულიყო და მისთვის პასპორტი და პირადი ნივთები დაუყოვნებლივ უნდა დაებრუნებინათ. სერბმა ხუთ იანვარს მელბურნში სასაზღვრო კონტროლი ვერ გაიარა. ჯოკოვიჩი მესაზღვრეებს დაახლოებით 5 საათს ესაუბრა, მაგრამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. მალევე გახდა ცნობილი, რომ ნოვაკს ვიზა გაუუქმდა, მან ვერ დაასაბუთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისგან გათავისუფლების სამედიცინო საფუძვლები. სერბი იმედოვნებდა, რომ ტურნირში მონაწილეობას ვაქცინაციის გარეშე მიიღებდა. ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება. ჯოკოვიჩს, რომელიც გრანდ სლემის მოქმედი ჩემპიონია, ტურნირი ცხრაჯერ აქვს მოგებული. უკვე ცნობილია, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგნის ადგილს სალვატორე კარუზო დაიკავებს.
Tennis star Novak Djokovic loses appeal as decision to cancel his visa is upheld by an Australian court https://t.co/no70rYrCr4 — CNN (@CNN) January 16, 2022