შვიონტეკი და ჰურკაჩი ოლიმპიადაზე შერეულ წყვილთა თანრიგში ერთად იასპარეზებენ
2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე, ჩოგბურთის შერეულ წყვილთა თანრიგში, ქალთა რეიტინგის პირველი ნომერი - იგა შვიონტეკი და ვაჟთა მე-16 ნომერი - ჰუბერტ ჰურკაჩი ერთად იასპარეზებენ.
ამის შესახებ 26 წლის ჰუმბერტ ჰურკაჩმა სოციალურ ქსელ "Twitter"-ზე დაადასტურა.
Whoop, whoop 🎉
— ITF (@ITFTennis) July 31, 2023
Guaranteed fun @HubertHurkacz @iga_swiatek 🇵🇱@Paris2024 | @Olympics pic.twitter.com/3KWpt6Sn6T
შეგახსენებთ, რომ იგა შვიონტეკი 2022 წლის 4 აპრილის შემდეგ ქალთა ჩოგბურთის პირველი ნომერია. 22 წლის პოლონელი ჩოგბურთელი 1 წელზე მეტია ქალთა ჩოგბურთში დომინირებს. მან 2020 წლის შემდეგ 3-ჯერ შეძლო საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვება. მან ასევე 2022 წელს ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონობა იზეიმა და 22 წლის ასაკში 4 დიდი სლემის გამარჯვებულია.
რაც შეეხება ჰურკაჩს, 26 წლის პოლონელი ჩოგბურთელი ამჟამად მსოფლიო რეიტინგის მე-16 ნომერია, მისი მაქსიმალური შედეგი კი 2021 წელს დაფიქსირდა, როდესაც ჰუმბეტმა პირველად შეაღწია 10-ეულში და მსოფლიო რეიტინგის მეცხრე ნომერი იყო.