ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი 3 სეტში - 3:6; 6:1; 7:5 დაამარცხა.
ნიკოლოზმა პირველი სეტის წაგების შემდეგ, საოცარი თამაში აჩვენა - ის გენიალურ ჩოგბურთელს არათუ ჩამორჩებოდა, არამედ უმეტეს ეპიზოდებში სჯობდა კიდეც.
ბასილაშვილმა როჯერის წინააღმდეგ 3 ბრეიკ პოინტის შესრულება მოახერხა. რაც შეეხება ჩაწოდებას, ქართველმა 12 ეისი შეასრულა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა.