საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დევისის თასზე ცნობილია
1 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ის, მეორე წრის პირველ რაუნდში, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ტუნისს დაუპირისპირდება. საქართველოსა და ტუნისის საჩოგბურთო მატჩი, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში გამართავენ.
აფრიკული ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს შემადგენლობა ასეთი იქნება:
საბა ფურცელაძე, ზურა ტყემალაძე, ალექსანდრე მეტრეველი და ალექსანდრე ბაკში.
აქვე შეგახსენებთ, რომ მატჩები 15-16 სექტემბერს ჩატარდება და გამარჯვებული 2024 წლის მსოფლიო თასის პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.