Belive

ალექსანდრე ბაკშიმ და ზურა ტყემალაძემ წყვილთა თანრიგში გაიმარჯვეს

3 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ში ალექსანდრე ბაკშის და ზურა ტყემალაძის წყვილმა მექსიკელი როდრიგო პაჩეკო მენდეზის და მიგელ-ანხელ რეიეს-ვარელას წყვილი 3 სეტიან მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

პირველი სეტი ქართველების გამარჯვებით 6:2 დასრულდა, მეორეში მეტოქე ნაკრებმა 1:6 მოიგო, ხოლო ბოლო გადამწყვეტ სეტში საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა და 6:3 გაიმარჯვა. შეხვედრა 1:31 საათი მიმდინარეობდა.

საქართველოს ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და მექსიკის ნაკრებთან, ანგარიშში 2:1 დაწინაურდა.

მომდევნო შეხვედრას საბა ფურცელაძე დღეს 13:00 საათზე ჩაატარებს და ის როდრიგო პაჩეკო მენდეზს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ სწორედ აღნიშნულმა მექსიკელმა ჩოგბურთელმა იასპარეზა დღეს წყვილთა თანრიგში.

შეხვედრები მზიურის საჩოგბურთო კორტებზე მიმდინარეობს.

სხვა სტატიები