თბილისში ITF-ს 15 000 და 40 000-იანი ტურნირები გაიმართა
1-7 მაისს, თბილისში ITF-ის M15 და W40 ტურნირები გაიმართა, სადაც წამყვან ქართველ ჩოგბურთელებთან ერთად, 10-მდე ქვეყნის სპორტსმენმა იასპარეზა.
ITF-ს 15 000-იანი ტურნირის პირველ წრეში ზურა ტყემალაძემ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ერიკ არუთინიანი 2 სეტში (6:3, 6:3) დაამარცხა. მეორე წრეში ტყემალაძემ პეტრ ბარ ბირიაკოვის ბარიერი გადალახა (4:6, 7:6, 6:0). 1/4-ფინალურ ეტაპზე, ზურა ტყემალაძე ავსტრალიელ ადამ უოლტონს დაუპირისპირდა, რომელთანაც 2 სეტში (3:6, 2:6) დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ITF-ის M15 ტურნირის გამარჯვებული, სწორედ უოლტონი გახდა.
ფინალურ დაპირისპირებაში ადამ უოლტონისა და ორელ კიმჰის დაპირისპირება შედგა, რომელიც უოლტონის გამარჯვებით (6:1, 6:2) დასრულდა. თბილისში გამართული ტურნირის საპრიზო ფონდმა $15,000 შეადგინა.
წყვილთა თანრიგში, ალექსანდერ ზიროვსკისა და ალექსანდერ ლიაონენკას დუეტმა პირველობა არავის დაუთმო. ფინალურ შეხვედრაში, ზიროვსკიმ და ლიაონენკამ სარპ აგაბიგუნი და გრიგორი ლომახინი 2 სეტში (6:2, 6:2) დაამარცხეს.
ITF-ის 40 000-იანი (W40) ტურნირის ერთეულთა თანრიგის გამარჯვებული, კანადელი სტეისი ფანგი გახდა, რომელმაც ფინალში ვიტალია დიატჩენკო დაამარცხა. პირველი სეტი ფანგის გამარჯვებით, 6:3 დასრულდა, რის შემდეგაც დიატჩენკომ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და ფინალურ მატჩს ჩაეხსნა.
წყვილთა თანრიგში ეკო გორგოძემ ბრწყინვალედ იასპარეზა. ქართველმა ჩოგბურთელმა და ანკიტა რაინამ ფინალში ზედმეტი ძლისხმევის გარეშე შეძლეს გასვლა. ფინალში გორგოძისა და რაინას წყვილმა ანასტასია ზოლოტარევასა და ანასტასია ზახაროვას დუეტი დაამარცხა (4:6, 6:2, 10:6).
ITF-ის 40 000-იანი (W40) ტურნირის საპრიზო ფონდი $40,000 გახლდათ.