ბასილაშვილი VS. ციციპასი - პრევიუ | ალმათის 250-ქულიანი ტურნირი
Almaty Open-ის 1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 79-ე ჩოგანი, ადრიან მანარინო 2 სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. მატჩი 1 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.
ასე და ამგვარად, ნიკოლოზ ბასილაშვილი 250-ქულიანი შეჯიბრის 1/2-ფინალშია, სადაც მისი მეტოქე, ბერძენი - სტეფანოს ციციპასი იქნება.
პრევიუ
განვლილი გზა 1/2-ფინალამდე
ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის 250-ქულიან შეჯიბრზე ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო, სადაც კვალიფიკაციის ნახევარფინალში, იაპონელი მეტოქე - ტარო დაენიელი 2 სეტში (2:6 ; 5:7) დაამარცხა და კვალიფიკაციის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც 1 გამარჯვება აშორებდა ძირითად ბადემდე.
ასეც მოხდა, ბასილამ ავსტრალიელ ადამ უოლტონს ასევე 2-სეტში (4:6 ; 6:7) დაამარცხა და ძირითად ბადეში მოხვდა.
ძირითად ბადეში ნიკამ 2017 წლის უიმბლდონის ფინალისტი და US OPEN-ის გამარჯვებული, ხორვატი - მარინ ჩილიჩი 2 სეტში (2:6 ; 5:7) დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა, სადაც არგენტინელ - ფაკუნდო დიაზ აკოსტას კვლავ 2 სეტში (2:6 ; 4:6) აჯობა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა.
1/4-ფინალში კი ნიკას მეტოქე, 38 წლის ფრანგი - ადრიან მანარინო იყო, რომელსაც ნიკამ ძალიან მარტივად 2-სეტში (6:3 ; 6:1) მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბასილაშვილი 1/2-ფინალამდე 5 გამარჯვებით და სეტწაუგებლად გავიდა.
სტეფანოს ციციპასი
ნიკოლოზ ბასილაშვილისგან განსხავებით, სტეფანოს ციციპასმა ალმათის 250-ქულიან შეჯიბრზე ასპარეზობა ძირითადი ბადიდან დაიწყო.
28 წლის ბერძენმა 1/16-ფინალში, ამერიკელ - ალექსანდრ კოვაჩევიჩს 3 სეტიან დაპირისპირებაში (7:6 ; 3:6 ; 6:3) აჯობა და 1/8-ფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ - მიხაილ კუკუშკინს ძალიან მარტივად, 1 საათიან დაპირისპირებაში (6:1 ; 6:2) მოუგო და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა.
1/4-ფინალში ციციპასის მეტოქე, ავსტრალიელი - ჯეიმს დაქუორთი იყო, რომელსაც სტეფანოსმა 2-სეტში მარტივად მოუგო (6:3 ; 6:4) და ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც მისი მეტოქე, ნიკოლოზ ბასილაშვილი იქნება.
ურთიერთშეხვედრები
ბასილაშვილსა და ციციპასს ერთმანეთის წინააღმდეგ კარიერაში 4-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 3-ჯერ გამარჯვება ბერძენს დარჩა, ერთხელ კი ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიგო.
ამ ორ ჩოგბურთელს შორის პირველი დაპირისპირება 2019 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე შედგა, სადაც სტეფანოს ციციპასმა ბასილაშვილს 4 სეტში (6:3 ; 3:6 ; 7:6 ; 6:4) აჯობა.
მეორე ურთიერთშეხვედრა ასევე 2019 წელს პეკინში იყო, სადაც სამსეტიან დაპირისპირებაში გამარჯვება კვლავ ბერძენს დარჩა (4:6 ; 6:3 ; 6:2).
მესამე დაპირისპირებაში გამარჯვება ქართველს დარჩა - ეს დაპირისპირება ინდიან უელსის მასტერსის 1/4-ფინალში შედგა, სადაც ნიკამ მეტოქე 3-სეტში (6:4 ; 2:6 ; 6:4) დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა.
ბოლოს ბასილაშვილისა და ციციპასის გზები ATP CUP-ზე 2022 წელს გადაიკვეთა, სადაც ციციპასს მატჩი 4:1 გამარჯვებით მიჰყავდა, თუმცა ბასილაშვილმა მატჩის გაგრძლეება ტრავმის გამო ვეღარ შეძლო, შესაბამისად გამარჯვება ბერძენს დარჩა.
ბასილაშვილისა და სტეფანოს ციციპასის 1/2-ფინალური დაპირისპირება 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:00 საათზე არის ჩანიშნული.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP ტურში ბოლოს ინდივიდუალური თანრიგის ფინალი ითამაშა 2022 წელს, დოჰას ტურნირზე (Qatar Open, ATP 250), სადაც ფინალურ შეხვედრაში ესპანელ - რობერტო ბაუტისტა აგუტთან დამარცხდა.