Belive

როჯერ ფედერერის "ჯერჯერობით" მოუხსნელი რეკორდი

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
გასულ კვირაში ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა ჰალეში მიმდინარე 500-ქულიანი ტურნირი კარიერის განმავლობაში მეათედ მოიგო, ეს როჯერისათვის 102-ე კარიერული ტიტული გახლდათ, რაც ისტორიის განმავლობაში მეორე საუკეთესო შედეგია. ყველაზე მეტი ATP ტიტული ჯიმი კონორსს ეკუთვნის. მას 109 ტურნირი აქვს მოგებული, შესაბამისად შვეიცარიელ მაესტროს ამჟამად 7 ტურნირით უსწრებს, თუ რამდენად მოახერხებს როჯერ ფედერერი აღნიშნული შედეგის გაუმჯობესებას ამაზე მაესტრომ მარტივი პასუხი გასცა. "არ ვიცი ჩემი კარიერა როდის დასრულდება, ვფიქრობ, რაც უფრო გვიან მით უკეთესი", - განაცხადა ლეგენდარულმა როჯერმა.

სხვა სტატიები