Belive

როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს

3 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, 40 წლის - როჯერ ფედერერი, 2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს. ეს ინფორმაცია შვეიცარიელი სპორტსმენის მთავარმა მწვრთნელმა, ხორვატმა - ივან ლუბიჩიჩმა განაცხადა. როჯერ ფედერერი, ტრავმის გამო ზედიზედ მეორე ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს. შვეიცარიელმა მაესტრომ მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ახლა რეაბილიტაციის პროცესს გადის, რის გამოც იცი 2022 წლის დასაწყისში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა როგორც მისი მწვრთნელი იუწყება, გაზაფხულიდან 40 წლის როჯერი კარგ ფორმაში იქნება და ასპარეზობას შეძლებს.  როჯერ ფედერერს, 2021 წლეს მხოლოდ 13 მატჩი აქვს ჩატარებული, ბოლო მატჩი კი 7 ივლისს, "უიმბლდონის" 1/4 ფინალში, პოლონელი - უმბერ ჰურკაჩის წინააღმდეგ გამართა, სადაც დამარცხდა, მას შემდეგ მას არ უთამაშია.
,,ნაკლებად სავარაუდოა, რომ როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობაზე იასპარეზოს, რადგან იგი, მუხლის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის და 40 წლის ასაკში ეს რეაბილიტაცია ისე სწრაფად ვერ იღებს კარგ შედეგს, როგორც ეს წლების წინ ხდებოდა. თუმცა იგი 2022 წლის ბოლომდე ჩამთავრებას აპირებს და მხოლოდ შემდეგ წავა ჩოგბურთიდან, მას სურს რომ კიდევ მაღალ დონეზე ითამაშოს მინიმუმ 1 სეზონი. მოკლედ რომ გითხრათ, მომავალ წელს (2022 წელს) როჯერს კორტზე ვიხილავთ, თუმცა მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. როჯერი არ ჩქარობს რეაბილიტაციის პროცესს და უნდა, რომ მას ტრავმა ბოლომდე მოურჩეს". - განაცხადა ივან ლუბიჩიჩმა.
ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებისთვის, როჯერ ფედერერის შეჯიბრზე არ გამოცხადება დიდი დარტყმაა, რადგან ისინი უკვე მესამე წელია "ნატრობენ", რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე "დიდმა სამეულმა" (ფედერერი, ჯოკოვიჩი, ნადალი) ითამაშოს. ამ ფაქტთან დაკავშირებით AU OPEN-ის ორგანიზატორებმა ისაუბრეს, რომ ნაფა ნადალმა სურვილი გამოთქვა ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშზე, რადგან იგი ტრავმას იშუშებს და მზად იქნება 2022 წელი გამარჯვებით დაიწყოს. ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას მოქმედი ჩემპიონი - ნოვაკ ჯოკოვიჩი, თუმცა სავარაუდოდ სერბი ჩოგბურთელი ტიტულის დაცვას შეეცდება, მაგრამ ჯოკოვიჩს აქ სხვა პრობლემა აქვს, იგი აცხადებს, რომ კოვიდსაწინააღმდეგო აცრას არ გაიკეთებს, პასუხად კი AU OPEN-ის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ არცერთი აუცრელი ადამიანი არ მიიღებს შეჯიბრზე მონაწილეობას.

სხვა სტატიები