როგორ მიულოცეს ჯოკოვიჩმა და ფედერერმა რაფაელ ნადალს 21-ე სლემი
2 წლის წინ
ჩოგბურთი
3 წთ
აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის ღია პირველობამდე როჯერ ფედერერს, რაფაელ ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს, დიდი სლემის 20-20 ტიტული ჰქონდათ, თუმცა როგორც გამოიკვეთა ნადალი დღევანდელი მოცემულობით სამეულს შორის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს. თამაშის დასრულების შემდეგ ნადალს დიდი ტრიოს დანარჩენმა ორმა წევრმა - ნოვაკ ჯოკოვიჩმა და როჯერ ფედერერმა გამარჯვება მიულოცეს.
"ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელი ტურნირი მართლაც შესანიშნავი იყო, ვინაიდან რამდენიმე ჩოგბურთელმა ჩინებულად ითამაშა და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა." "ვულოცავ ეშლი ბარტის საკუთარი გულშემატკივრების წინაშე დიდ ტრიუმფს." "ასევე ვულოცავ რაფაელ ნადალს დიდი სლემის 21-ე ტიტულს - ყოველთვის შთამბეჭდავი მებრძოლი სული, რომელმაც კიდევ ერთხელ იფეთქა."
"რა თამაში იყო! ჩემს დიდ მეგობარსა და გამორჩეულ მეტოქეს, რაფაელ ნადალს, 21-ე დიდი სლემის ტურნირის მოგებას მთელი გულით ვულოცავ. რაფა პირველი ადამიანია, ვინც ეს შეძლო. რამდენიმე თვის წინ, ჩვენ ერთად ვიცინოდით იმაზე, რომ ყავარჯენით დავდიოდით. საოცარია. დიდი ჩემპიონი ყოველთვის უნდა დაფასდეს. შენი გამაოგნებელი სავარჯიშო დისციპლინა, მონდომება და მებრძოლი სული მაგალითია ჩემთვის და მთელ მსოფლიოში მცხოვრები უთვალავი ადამიანისთვის. ვამაყობ, რომ ამ ეპოქას შენთან ერთად ვქმნიდი, მქონდა პატივი, რომ შენს მოტივირებაში ჩემი წვლილიც შევიტანე. ბოლო 18 წლის განმავლობაში, ასეთივე რამ შენ ჩემთვისაც გაქვს გაკეთებული. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ახალი მიღწევები გელოდება, თუმცა ახლა, დღევანდელი დღით ისიამოვნე!" , - როჯერ ფედერერი.
ამრიგად, 2022 წლის კალენდარულ სეზონში წინ კიდევ 3 დიდი სლემის ტურნირია და თავისუფლად შესაძლებელია, რომ არსებული მოცემულობა რადიკალურად შეიცვალოს.