Belive

ATP თასი: რაფაელ ნადალმა ესპანეთი ფინალში გაიყვანა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა რაფაელ ნადალსა და ალექს დე მინორს შორის. შეხვედრა ნადალისთვის ცუდად დაიწყო. პირველივე გეიმში დე მინორმა ბრეიკი შეასრულა და სეტი 6:4 მოიგო. მეორე სეტი თანაბარი იყო. რიგ მომენტებში ავსტრალიელი ჯობდა რაფას, მაგრამ მე-12 გეიმში ნადალმა თავისი კლასი გამოავლინა, დააბრეიკა და სეტი 7:5 მოიგო. მესამე სეტში კი ალექსი გატყდა და ნადალს ვერანაირი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია. სეტი 6:1 დასრულდა. ნადალი დე მინორის თამაშამდე ბაუტისტა აგუტმა მოახერხა ნიკ კირგიოსის დამარცხება 6:1 6:4. ესპანეთის საჩოგბურთო ნაკრები ფინალშია სადაც სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. გულშემატკივარს საოცარი მატჩის ხილვის საშუალება ექნება. რაფაელ ნადალი ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ.

სხვა სტატიები