ყველაზე დიდი ჯარიმა ჩოგბურთის ისტორიაში - გასტონი მკაცრად დაისაჯა
1 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
22 წლის ფრანგი ჩოგბურთელი - ჰუგო გასტონი, ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარიმით დაისაჯა.
მადრიდის მასტერსზე, ხორვატ - ბორნა ჩორიჩთან მატჩის მიმდინარეობისას, მაშინ როდესაც ჩორიჩმა ქულა ჩააგდო, ფრანგმა ჩოგბუთელმა ჯიბიდან ბურთი ამოიღო და კორტზე დააგდო, თითქოს ბურთი საიდანღაც შემოვარდა, იმისათვის რომ ქულა არ ჩათვლილიყო.
Utterly enormous fine for Hugo Gaston for his shithousery in Madrid. Completely off the scale of normal ATP disciplinary measures.pic.twitter.com/BwVsj2oWjW https://t.co/bmVC9hIZYY
— Ben Rothenberg (@BenRothenberg) May 22, 2023
ამ საქციელის გამო გასტონი €133 ათასი ევროთი დაჯარიმდა, რაც ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი სასჯელია.
საბოლოოდ კი ის მატჩი ხორვატი ჩოგბუთელის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.