მიმდინარე კვირაში როტერდამის 500-ქულიანი საჩოგბურთო ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას იღებენ უძლიერესი ჩოგბურთელები.
ტურნირის მეორე რაუნდში ერთმანეთის პირისპირ მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი, ენდი მარი და თანამედროვე ჩოგბურთის ვარსკვლავი ანდრეი რუვლევი წარსდგნენ.
შეხვედრის პირველი სეტი დაძაბულად წარიმართა, თუმცა დასკვნით მომენტში, ტაი-ბრეიკამდე ნახევარი საფეხურით ადრე, რუსმა ჩოგბურთელმა მეტოქეს ბრეიკი შეუსრულა და პირველი სეტი საკუთარ აქტივში, ანგარიშით 7:5, მიითვალა.
მეორე სეტის პირველ 4-გეიმში მოთამაშეებმა საკუთარი მოწოდებები მოიგეს, თუმცა მომდევნო 4 გეიმი რუბლევმა დამაჯერებლად მოიგო, რის ხარჯზეც მეტოქე 2 სეტში, ანგარიშით 7:5; 6:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდა, სადაც მისი მეტოქე გოფინისა და შარდის წყვილის გამარჯვებული იქნება.
ენდი მარი ბოლო წლების მანძილზე საკუთარ თავთან ბრძოლაში რომ არის და ძველი დიდების აღსადგენად ძალ-ღონეს არ იშურებს, ეს ჩოგბურთის მოყვარულებმა კარგად იციან. ბრიტანელმა ერთხელ კარიერაც დაასრულა, თუმცა ფაქტია, რომ კორტზე მაინც ვხედავთ და იმასაც ვხედავთ თუ როგორი თავგანწირვით ცდილობს მაღალ მწვერვალებზე ასვლას, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
"ყოველთვის, როდესაც თამაშს ვაგებ მეუბნებიან, რომ კარიერა უნდა დავასრულო. შევწყვიტო თამაში, რადგან ჩემი საქმე დამთავრებულია და ენდი მარის ეპოქა დასრულებულია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საწყენია, მაგრამ რატომ? რატომ უნდა გავჩერდე?" , - წერს ენდი მარი.
შეგახსენებთ, რომ 2-გზის უიმბლდონის გამარჯვებული და ყოფილი პირველი ნომერი, ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 123-ე პოზიციას იკავებს.