პირველად კარიერაში - ელენა რიბაკინა უიმბლდონის გამარჯვებულია
2 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ქალთა შორის უიმბლდონის გამარჯვებული მსოფლიოს 23-ე ჩოგანი, ელენა რიბაკინა გახდა, რომელმაც ფინალში ონს ჟაბური (2) სამ სეტში, ანგარიშით 3:6, 6:2, 6:2 დაამარცხა. ფინალური დაპირისპირება 1 საათსა და 51 წუთს გაგრძელდა. რიბაკინამ უიმბლდონის მოგებით 2 000 000 ფუნტი გამოიმუშავა, ჟაბური კი 1 050 000 ფუნტს დასჯერდა. უიმბლდონის ბოლო გამარჯვებული ეშლი ბარტი იყო - ავსტრალიელმა 2021 წელს ფინალში კაროლინა პლიშკოვას აჯობა.
Elena Rybakina rises to the occasion ✨ In its centenary year, Centre Court crowns a new Ladies’ Singles champion#Wimbledon | #CentreCourt100 pic.twitter.com/Wabfr0GTdS — Wimbledon (@Wimbledon) July 9, 2022