Belive

ფედერერმა მოიგო - ბასილაშვილი შვეიცარიელ ლეგენდას შეხვდება

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
1 წლიანი პაუზის შემდეგ როჯერ ფედერერი კორტს დაუბრუნდა. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში დანიელ ევანსი მძიმე ბრძოლაში, 7:6; 3:6; 7:5 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მეოთხედფინალში როჯერის მეტოქე ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იქნება. მსოფლიოს 42-ე ჩოგანმა თავისი შეხვედრა დღეს, მალეკ ჯაზირისთან გამართა და ძალიან მარტივად, 6:2; 6:2 მოიგო. ბასილაშვილსა და ფედერერს შორის შეხვედრა 12 მარტს, თბილისის დროით 11 საათზეა ჩანიშნული. აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზი 39 წლის შვეიცარიელს კარიერაში ერთხელ უკვე შეხვდა. მათი გზები პირველად 2016 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე გადაიყარა, სადაც როჯერმა 3 სეტში მოიგო - 6:2; 6:1; 6:2.  

სხვა სტატიები