Belive

ოფიციალურად: ფედერერის კორტზე დაბრუნების თარიღი ცნობილია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელმა, შვეიცარიელმა - როჯერ ფედერერმა დაანონსა, რომ იგი კორტზე სამშობლოში, კერძოდ კი ბაზელის ტურნირზე დაბრუნდება. პანდემიის გამო, ბაზელის შეჯიბრი 2 წლის განმავლობაში არ ტარდებოდა, 2022 წელს კი ოფიციალურად შედგება, სადაც როჯერ ფედერერიც იასპარეზებს, რომელსაც ეს შეჯიბრი 10-ჯერ აქვს მოგებული. ბაზელის ტურნირი 24-30 ოქტომბერს გაიმართება.

 
 
View this post on Instagram
 

A post shared by Swiss Indoors (@swissindoorsbasel_official)

როჯერ ფედერერმა ბოლოს 2021 წლის ივლისში, უიმბლდონზე ითამაშა, სადაც 1/4 ფინალში, პოლონელ ჩოგბურთელთან - ჰურკაჩთან 0:3 დამარცხდა.

სხვა სტატიები