Belive

ოფიციალურად: ორშაბათიდან ჯოკოვიჩი მსოფლიოს პირველი ჩოგანი აღარ იქნება

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ჩოგბურთის ATP რეიტინგს ორშაბათიდან ახალი ლიდერი ეყოლება - დანილ მედვედევი სულ მალე ნოვაკ ჯოკოვიჩის ადგილს დაიკავებს. დღეს სერბმა ჩოგბურთელმა ირი ვესელისთან (123), დუბაის ტურნირის მეოთხედფინალში, სენსაციურად წააგო და გათამაშებას გამოეთიშა. აღნიშნული მარცხის შემდეგ, ჯოკოვიჩს 410 ქულა მოაკლდა, რის გამოც, მისი ადგილი მედვედევმა დაიკავა. დანილი აკაპულკოს ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, თუმცა გამოვარდნის შემთხვევაშიც, განახლებულ რეიტინგში ის პირველი ჩოგანი გახდება. აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩი რეიტინგის სათავეში 2018 წლის ნოემბრიდან იყო.

სხვა სტატიები