Belive

ოლიმპიური ჩემპიონობისთვის მიღებულ თანხას, ჯოკოვიჩი ქველმოქმედებას მოახმარს

4 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ცნობილ სერბულ მედიასაშუალებაზე (B92-ზე) დაყრდნობით, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ პარიზში, ოლიმპიური ჩემპიონობისთვის გამომუშავებულ თანხას სერბეთის სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცემს. თანხა, რომელიც დაახლოებით 200 000 ევროს შეადგენს, ოლიმპიურ ჩემპიონს მისი ქვეყნის მთავრობამ გადასცა.

როგორც სპორტსმენების მიმართ პატივისცემისა და დაფასების ჟესტი, სერბეთის მთავრობამ გადაწყვიტა ეს ფინანსური ჯილდო მიეღო თითოეულ სპორტსმენს, რომლებიც 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალს მოიპოვებენ.

"ეს თანხა ჩემთვის არაფერია და ცხოვრებაში ბევრს არაფერს შემიცვლის, ვიღაცისთვის კი შეიძლება ცხოვრების ახალი და კარგი დასაწყისი იყოს, ამიტომ მირჩევნია ეს თანხა გადაეცეთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ..." - განაცხადა ნოვაკ ჯოკოვიჩმა

ოქროს მედლის გარდა, სერბეთის მთავრობა ასევე აჯილდოვებს სპორტსმენებს, რომლებიც ვერცხლისა ან ბრინჯაოს სინჯის მედლებს მოიპოვებენ.

  • ვერცხლის მედალი - 100 000 ევრო

  • ბრინჯაოს მედალი - 60 000 ევრო

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯოკოვიჩი თავისი კარიერის განმავლობაში ქველმოქმედებას იღებს. 2007 წელს, ჩოგბურთელმა მეუღლესთან ერთად შექმნა ორგანიზაცია "Novak Djokovic Foundation", რომელიც მიზნად სერბი ბავშვების სკოლამდელი განათლების დათესვას ისახავს. 2024 წლის თებერვალში კი მათ სერბეთში რამდენიმე ბაღი ააშენეს.

სხვა სტატიები