ოლიმპიადის შემდეგ ენდი მარი კარიერას დაასრულებს
ენდი მარიმ განაცხადა, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის შემდეგ ჩოგბურთს დატოვებს. 37 წლის ჩოგბურთელი პარიზში ერთეულებში და წყვილებში თამაშს გეგმავს.
პარიზში ჩემი ბოლო საჩოგბურთო ტურნირისთვის ჩავდივარ.
დიდი ბრიტანეთის ღირსების დაცვა ჩემს კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი კვირები იყო, ამაყი ვარ, რომ ამას კიდევ ერთხელ და უკანასკნელად გავაკეთებ - დაწერა შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა X-ზე
Arrived in Paris for my last ever tennis tournament @Olympics
— Andy Murray (@andy_murray) July 23, 2024
Competing for 🇬🇧 have been by far the most memorable weeks of my career and I’m extremely proud to get do it one final time! pic.twitter.com/keqnpvSEE1
მარიმ პირველი ოლიმპიადა 2008 წელს, პეკინში ჩაატარა. შემდეგ იყო ფინალში როჯერ ფედერერის დამარცხება და პირველი ოქრო (ლონდონი/2012). ენდი მარი გახდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც მოიგო ორი ოლიმპიური ოქრო ერთეულთა თანრიგში. 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მან ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა. დიდი სლემის 3-გზის გამარჯვებულს ერთხელ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ აღარ ეთამაშა. 2019 წლის ურთულესი ოპერაციის შემდეგ, იგი კორტებზე დასაბრუნებლად იბრძოდა და მოახერხა კიდეც, თუმცა ქრონიკულმა ტრავმამ მის კარიერას უდიდესი დაღი დაასვა.