Belive

ოფიციალურად | რაფა ნადალი ამერიკის ღია პირველობას მოეხსნა

4 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

2024 წლის მესამე სლემზე - ამერიკის ღია პირველობაზე, მონაწილეობას ვერ მიიღებს ლეგენდარული - რაფა ნადალი, რომელმაც ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ დიდი სლემის შეჯიბრს მოეხსნა.

მიზეზი კვლავ ტრავმაა, რომელიც ნადალმა პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ვერ მოირჩინა და US OPEN-ისთვის 100%-სათამაშო კონდიცია არ აქვს, სწორედ ამიტომ, ლეგენდარულმა "მატადორმა" გადაწყვიტა, რომ ამერიკის ღია პირველობაზე აღარ ითამაშოს.

აქვე გეტყვით, რომ 38 წლის ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა დაადასტურა, რომ მისი შემდეგი ტურნირი მომავალ თვეში - ლეივერის თასზე იქნება.

4-გზის US OPEN-ის გამარჯვებული იმედოვნებს, რომ ტრავმები მას საბოლოოდ ხელს არ შეუშლის და ამ ფაქტის გამო კარიერის დასრულება ნაადრევად არ მოუწევს.

უკვე ცნობილია, რომ რაფა ნადალის გარდა, ამერიკის ღია პირველობას: კამერონ ნორი და მარკეტა ვონდრუსოვა გამოაკლდებიან.

ამერიკის ღია პირველობაზე, რაფა ნადალს მაკენზი მაკდონალდი ჩაანაცვლებს.

სხვა სტატიები