Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელი ტურნირი მეშვიდედ მოიგო

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნოვაკ ჯოკოვიჩი წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში იანიკ სინერს დაუპირისპირდა და საკმაოდ მარტივად, 2 სეტში დაამარცხა (6:3) (6:3) . აღსანიშნავია, რომ იტალიელმა ტალანტმა ერთი კვირის წინ ნოვაკს ჯგუფში მოუგო, ამიტომ ტურინში შეკრებილი პუბლიკა კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას ელოდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში 9-ჯერ არის ნამყოფი და მე-7 მოგება დაუგროვდა. იანიკ სინერი კი რეიტინგის საუკეთესო 8 ჩოგბურთელში პირველად მოხვდა.

ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე 2 ჯგუფად განაწილებული მსოფლიოს 8 საუკეთესო ჩოგბურთელი იღებდა მონაწილეობას. A ჯგუფში - ჯოკოვიჩი, სინერი, რუნე და ციციპასი, რომელიც შემდგომში ჰურკაჩიმ ჩაანაცვლა. B ჯგუფში - ალკარასი, მედვედევი, რუბლევი და ზვერევი. ნახევარფინალების ერთ მხარეს სინერი მედვედევს დაუწყვილდა, ჯოკოვიჩი კი ალკარასს. საბოლოო ჯამში, ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა და ATP-ის ისტორიაში უდიდესი საპრიზო ფონდის მქონე (15 მილიონი დოლარი) ტურნირი მოიგო.

ჯოკოვიჩი და სინერი ერთმანეთს მეხუთედ შეხვდნენ, სერბი (4:1) -ით ლიდერობს ურთიერთშეხვედრებს. მსოფლიოს ნომერ 1-მა ჩოგბურთელმა ტურნირი მე-7 (რეკორდული) გამარჯვებით დახურა.

სხვა სტატიები