ნოვაკ ჯოკოვიჩმა ადელაიდის ტურნირი მოიგო
1 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს მე-5 ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, Adelaide International 1-ის (ATP 250) ფინალში სებასტიან კორდა (35) სამ სეტში, ანგარიშით 6:7, 7:6, 6:4 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
მეორე სეტში, როცა ანგარიში 5:6 იყო, კორდას მატჩის დასრულება შეეძლო, თუმცა ნოვაკმა მატჩ-პოინტი გადაარჩინა.
სერბმა ჩოგბურთელმა ადელაიდის ტურნირის მოგებით 250 სარეიტინგო ქულა და 94 560 დოლარი გამოიმუშავა, კორდამ კი 150 ქულა და 55 000 დოლარი მიიღო.
ჯოკოვიჩმა კარიერაში 92-ე ტიტული მოიგო და ამ შედეგით რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა.
TITLE NO. 92! 🏆@DjokerNole clinches a 92nd career singles title after defeating Korda 6-7 7-6 6-4 in Adelaide#AdelaideTennis pic.twitter.com/MFKJMEqYhk
— Tennis TV (@TennisTV) January 8, 2023