ნოვაკ ჯოკოვიჩის მორიგი გენიალური რეკორდი
1 კვირის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ნოვაკ ჯოკოვიჩმა მაიამის მასტერსის 1/16-ფინალში კამილო უგო კარაბელი 2 სეტში ანგარიშით 1:6, 6:7 (1:7) დაამარცხა. სერბი ჩოგბურთელისთვის აღნიშნული მატჩი გამორჩეული იყო, კონკრეტულად კი ლეგენდარულმა ნოვაკმა მორიგი რეკორდი დაამყარა, მას მასტერსის 1000-ქულიან ტურნირებზე 411 მოგება დაუგროვდა, რაც აბსოლუტური რეკორდია. ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამ მოგებით რაფა ნადალს გადაუსწრო.
37 წლის სპორტსმენი 1/8-ფინალურ შეხვედრაში ლორენცო მუსეტის დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს კარიერაში 99 ტიტული აქვს მოგებული, ამიტომ მაიამის მასტერსის მოგების შემთხვევაში ის საიუბილეო, მე-100 ჩემპიონობას იზეიმებს.
One of one 🥶@DjokerNole pic.twitter.com/RsgFO123q0
— Tennis TV (@TennisTV) March 23, 2025