"ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა" - ბიორნ ბორგი
2 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ჩოგბურთის ლეგენდამ ბიორნ ბორგმა Sky Sports-თან ისაუბრა და დაასახელა ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი. 69 წლის შვედმა პირველ ადგილზე ნოვაკ ჯოკოვიჩი გაიყვანა.
ჩემთვის ნოვაკ ჯოკოვიჩი საუკეთესო მოთამაშეა, ვისაც კი ჩოგბურთი უთამაშია. მეორე ადგილზე როჯერ ფედერერს გავიყვანდი, მესამეზე კი რაფაელ ნადალს, ისინი მე-2 ადგილს ინაწილებენ. გასაოცარია როგორ შეუძლია მას ასეთი ჩოგბურთის თამაში 38 წლის ასაკში. მან ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ვიცი, რომ მას 25-ე დიდი სლემის ტურნირის მოგება სურს. იმის გათვალისწინებით როგორც ახლა ის თამაშობს, იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთ წელი იასპარეზებს, სულ მცირე მომავალ წელსაც. ვიცი, რომ კარლოს ალკარასთან და იანიკ სინერთან კონკურენციის გაწევა რთული იქნება, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ მას ამის გაკეთება შეუძლია. - ბიორნ ბორგი
"Djokovic, for me, is the greatest player to have ever played the game"
— Sky Sports Tennis (@SkySportsTennis) September 23, 2025
Bjorn Borg weighs in on the GOAT debate 🐐 pic.twitter.com/mZyOQ9Znt9
შეგახსენებთ, რომ ბიორნ ბორგს 11 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული. ლეგენდარულ ჩოგბურთელს 5 უიმბლდონი და 6 საფრანგეთის ღია პირველობის ტიტული აქვს.
სხვა სტატიები
დიდი ნოვაკი!
რომა დევიძე
3 კვირის წინ ჩოგბურთი
ნოვაკ ჯოკოვიჩმა უნიკალური რეკორდი დაამყარა
ლევან მათეშვილი
1 თვის წინ ჩოგბურთი