ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირის ფავორიტი დაამარცხა
3 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
კომოს 75-ქულიანი ჩელენჯერის 1/16-ფინალურ ეტაპზე, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი იოზეფ კოვალიკი 1:2 (2:6/6:2/4:6) დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
დაპირისპირება, რომელიც ბასილაშვილის დომინირებით დაიწყო, 2 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე 2:6 დაამარცხა, მაგრამ მეორე სეტში იგივე ანგარიშით დამარცხდა. გადამწყვეტ, მესამე სეტში, ბასილაშვილმა კვლავ შეძლო მატჩის სადავეების ხელში ჩაგდება და 4:6 გაიმარჯვა.
კომოს ტურნირის 1/8-ფინალურ ეტაპზე, ქართველ ჩოგბურთელს არანაკლებ რთული გამოცდის ჩაბარება და კეი ნიშიკორისთან დაპირისპირება მოუწევს, რომელიც ამჟამად ATP-ის რეიტინგის 222-ე პოზიციაზე იმყოფება.