Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეიტონ ჰიუიტის შვილი დაამარცხა

2 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მელბურნში სტარტი აიღო ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპმა, სადაც პირველი მატჩი ნიკოლოზ ბასილაშვილმაც ჩაატარა. ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ამჟამად რეიტინგის 210-ე ნომერია, 16 წლის ავსტრალიელი, კრუზ ჰიუიტი დაამარცხა. კრუზი ლეგენდარული ჩოგბურთელის, ლეიტონ ჰიუიტის ვაჟია და ახლა რეიტინგში 1263-ე ადგილს იკავებს.

მატჩი ნიკოლოზის მარტივი გამარჯვებით, საათსა და 14 წუთში დასრულდა (6:1 | 6:4). ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში გასასვლელად ბასილაშვილმა კიდევ ორი მატჩი უნდა მოიგოს. კვალიფიკაციის მეორე წრეში ქართველი ნეიტრალური დროშის ქვეშ მოთამაშე ჩოგბურთელს, ალიბეკ კაჩმაზოვს შეხვდება, რომელიც რეიტინგის 197-ე ნომერია.

სხვა სტატიები