Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის 1/16-ფინალში გავიდა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
უიმბლდონის 1/32-ფინალში მსოფლიოს 26-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ფრანგი მეტოქე, კვენტინ ჰალისი (82) 4 სეტში, ანგარიშით 7:6, 0:6, 7:5, 7:6 დაამარცხა და ტურნირის 1/16-ფინალში გავიდა. შეხვედრა 2 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზმა მატჩში 3 ეისი შეასრულა, მისმა მოწინააღმდეგემ კი – 24, ქართველმა ჩოგბურთელმა 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ფრანგმა კი – 3. მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე ტიმ ვან რაიტოვენისა (104) და რეილი ოპელკას (18) წყვილში გამარჯვებული იქნება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია – სერბმა შარშან ფინალში მატეო ბერეტინის მოუგო.
უიმბლდონზე ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი სწორედ მესამე რაუნდია - 2015 წელს ქართველმა ჩოგბურთელმა ძირითად ბადეში ორი მატჩი მოიგო, 1/16-ფინალში კი რობერტო ბაუტისტა აგუტთან 3 სეტში დამარცხდა.

სხვა სტატიები